X

ელექტრონიკა და მიკროკონტროლერების პროგრამირება

18 წლიდან ზევით

სასწავლო პროგრამა "ელექტრონიკა და მიკროკონტროლერების პროგრამირება" გათვლილია სტუდენტებისთვისა და დამწყები სპეციალისტებისთვის(18 წლიდან ზევით), რომელთაც სურთ დაეუფლონ ცოდნას ელექტრონიკასა და მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში. პროგრამა იწყება ელექტრონიკის საფუძვლებით, მიკროკონტროლერის პროგრამირების შესწავლით და სრულდება პლატის დიზაინის შექმნით და საკურსო პროექტით.

სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი რომ კურსდამთავრებული მარტივად შეძლებს ელექტრულ წრედებში, კომპონენტებისა და ნებისმიერი მისთვის საჭირო მიკროკონტროლერში გარკვევასა და მის პროგრამირებას.

სასწავლო პროგრამა სამი მოდულისგან შედგება:
  • პირველი მოდულის (ხანგრძლივობა 4 თვე) განმავლობაში სტუდენტები დაუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცონდას ელექტრული წრედების, გამზომი ხელსაწყოებისა და ელექტრული კომპონენტების მიმართულებით.
  • მეორე მოდულის (ხანგრძლივობა 3 თვე)განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან AVR და ARM-ის ტიპის მიკროკონტროლერის დაპროგრამებას. შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ავტომატიზაციის სისტემების შექმნის მიმართულებით.
  • მესამე მოდული (ხანგრძლივობა 2 თვე) გულისხმობს პლატის დიზაინის შესაქმნელად საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბებას, პლატის დიზაინის (PCB) შექმნას და კურსის ბოლოს კონკრეტული პროექტის შექმნას/პროტოტიპირებას.

ყოველი სტუდენტი/მსმენელი აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.

სასწავლო პროგრამა აგებულია ისე, რომ იგი სტუდენტს აძლევს უნივერსალურ საფუძველს შემდგომი თვითგანვითარებისთვის;

კვირის განმავლობაში 2 ლექცია; სამუშაო გრაფიკი: 19:00-21:00 სთ

ერთი თვის სწავლის საფასური შეადგენს 350 ლარს;

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;