X

შეიმეცნე პროგრამირება

V-XII კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამას - "შეიმეცნე პროგრამირება",რომელიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის V-XII კლასის მოსწავლისათვის, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა და საბასიზო ცოდნის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ლოგიკური ამოცანები და მათი კომპიუტერულად ამოხსნის მეთოდები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი.

გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

შეიმეცნე პროგრამირება გაყოფილია ორ ასაკობრივ კატეგორიად:
  • 5-6-7 კლასის მოსწავლეთა კატეგორია;
  • 7-12 კლასის მოსწავლეთა კატეგორია;

5-6-7 კლასის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი დაფუძნებულია სხადასსხვა ტიპის ლოგიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნის გზით პროგრამირების ენის სწავლაზე. ეს კი მოსწავლეებს როგორც პროგრამირების ენის შესწავლას ასევე მათემატიკის უკეთ ათვისების საშუალებასაც აძლევს.

8-12 კლასის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. C++ პროგრამირების ენის შესწავლა ხდება სხვადასხვა ტიპის მათემატიკური ამოცანების საფუძველზე.

ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია კომპიუტერით და სასწავლო მასალით.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 1 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 2 საათი;

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
სწავლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 ლარს.ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სწავლებისას,ასევე ორ განსხვავებულ სასწავლო პროგრამაზე სწავლების შემთხვევაში სწავლის საფასური შეადგენს 130 ლარს.
  • შაბათი/კვირა - 10:00-12:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-14:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-16:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-18:00 სთ

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;