იუჯი-ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას - "შეიმეცნე რობოტიკა" , რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა და საბასიზო ცოდნის.
პროგრამა მიზნად ისახავს V-VII კლასის მოსწავლეებს შეაყვაროს რობოტექნიკა, ელექტრონიკა, პროგრამირება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი.თითოეული გაკვეთილი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე - პრაქტიკულს სამუშაოს.
სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეხებიან განსხვავებული შინაარსისა და სირთულის დავალებებს; თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებათ ინფორმაცია ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ. ისინი წყვეტენ სხვადასხვა პრაქტიკულ და ლოგიკურ პრობლემებს, რაც ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უზრუნველყოფს.
ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.
სასწავლო პროგრამის პირველი დონის ხანგრძლივობაა 9 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 1 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 1,5 - 2 საათი;
აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
სწავლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 ლარს.სამუშაო დღეების შემთხვევაში, ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სწავლებისას,ასევე ორ განსხვავებულ სასწავლო პროგრამაზე სწავლების შემთხვევაში სწავლის საფასური შეადგენს 130 ლარს.
აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;