×

რობოტიკა-ელექტრონიკა

V-VI კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „შეიმეცნე ელექტრონიკას“, რომელიც არ საჭიროებს სასკოლო დისციპლინების ცოდნას. შესაბამისად - განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა და საბასიზო ცოდნის.

პროგრამა მიზნად ისახავს 5-6 კლასის მოსწავლეებს შეაყვაროს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, პროგრამირება, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. სასწავლო პროგრამა აგებულია ისე რომ არცერთ მოსწავლეს არ უჭირს მისი ათვისება.

სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტრული კომპონენტების მუშაობის ზოგად პრინციპებს, თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს თავიანთი ასაკის შესაბამისი ტერმინოლოგიით მიეწოდებათ ინფორმაცია ფიზიკის, ინჟინერიის და სხვა მეცნიერებების შესახებ. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას.

ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:

სწავლის ყოველთვიური საფასური სამუშაო დღეებში: 60 ლარი 

  • ოთხშაბათი - 16:30-18:00 სთ
  • ხუთშაბათი - 16:30-18:00 სთ
  • პარასკევი - 16:30-18:00 სთ

სწავლის ყოველთვიური საფასური შაბათი/კვირა: 80 ლარი

  • შაბათი/კვირა - 10:00-11:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-13:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-15:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-17:30 სთ

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;